ინდოეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს პრიორიტეტს ინდოელი მომხმარებლების ინტერესების დაცვა წარმოადგენს

ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს პრიორიტეტს ინდოელი მომხმარებლების ინტერესების დაცვა წარმოადგენს, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რანდჰირ ჯაისვალმა განაცხადა.

„სტაბილური ფასების უზრუნველყოფა და მომარაგების უსაფრთხოება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ორი მთავარი მიზანია. ეს ბაზრის პირობების შესაბამისად დივერსიფიკაციას გულისხმობს“, - განაცხადა ჯაისვალმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ენერგორესურსების იმპორტი აშშ-დან განხორციელდეს, ჯაისვალმა უპასუხა, რომ „ინდოეთი ენერგომომარაგების წყაროების გაფართოებას უკვე მრავალი წელია ცდილობს“.

„ეს პროცესი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს. ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი გამოხატა. ამის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაარწმუნა, რომ რუსულ ნავთობს აღარ შეიძენს“.

„არ მახარებდა, რომ ინდოეთი [რუსულ] ნავთობს ყიდულობდა და მან [ნარენდრა მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს არ იყიდიან. ეს დიდი მუხრუჭია. ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს