ლევან ბეჟაშვილი - 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა - ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის შემდეგ გაცხადებული მიზანი ჰქონდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინა - „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა, ამიტომ ისინი პუტინის მიმართ [დადებულ] პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიული პარლამენტის ფარგლებში ახორციელებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 13 წლის გამავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გასაუქმებლად ყველაფერი სცადა.

„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის შემდეგ გაცხადებული მიზანი ჰქონდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაენადგურებინა. ამ 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სწორედ ეს აწუხებს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ისინი პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიული პარლამენტის ფარგლებში ახორციელებენ. თუმცა ჩვენ ივანიშვილის რუსული დიქტატორისადმი პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას სტატუსის მიუხედავად გავაგრძელებთ. ეს არ იქნება დამოკიდებული გვექნება თუ არა პარტიული ფორმა. ამავდროულად, ევროსასამართლოში ეს აუცილებლად გასაჩივრდება და იმედი გვაქვს, რომ ევროსასამართლო ამ დრაკონულ, კომუნისტურ, რუსულ კანონს გააუქმებს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს