ევროკომისიამ ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების გეგმა წარადგინა , - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „მშვიდობის დაცვა - თავდაცვის მზადყოფნის გეგმა“ 2030 წლისთვის ევროპის თავდაცვის გაძლიერებას გულისხმობს და ოთხი მთავარი მიმართულებისგან შედგება, მათ შორის, დრონებისგან თავდაცვის ევროპული ინიციატივა, აღმოსავლეთის ფლანგის დარაჯის ინიციატივა, ევროპული საჰაერო ფარი და ევროპული კოსმოსური ფარი.

„ბოლოდროინდელმა მუქარის შემცველმა ქმედებებმა აჩვენა, რომ ევროპა საფრთხის ქვეშაა. ჩვენი თითოეული მოქალაქე და ყოველი სანტიმეტრი უნდა დავიცვათ. ევროპამ ამას ერთიანობითა და სოლიდარობით უნდა უპასუხოს. გეგმა ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებს გააძლიერებს, წარმოებას დააჩქარებს და უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის თქმით, „ევროპის თავდაცვა არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც უნდა იყოს და გეგმის მიზანს სწორედ ამის შეცვლა წარმოადგენს“.

„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირის მასშტაბით ევროპული შესაძლებლობების გაძლიერებას ვგეგმავთ ნატო-ს მიზნების შესაბამისად. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ნებისმიერი სახის კრიზისთან გამკლავება უნდა შეეძლოთ. ამ მხრივ დიდი შესაძლებლობები არსებობს, არა მხოლოდ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, არამედ ევროპული ქვეყნებისთვისაც. დროა, ევროპამ ეკონომიკური ძლიერება სამხედრო ძალად აქციოს“, - აღნიშნა კალასმა.

ევროკომისიის გეგმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა განიხილონ და გადაწყვიტონ, დაუჭირონ თუ არა მხარი ამ შეთავაზებას.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა