პარლამენტმა დაამტკიცა ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულისთვის გასამართლებული პირები ვერ დატოვებენ ქვეყანას იქამდე, ვიდრე ზარალს სრულად არ აანაზღაურებენ

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულისთვის გასამართლებული პირები ვერასდროს დატოვებენ ქვეყანას, ვიდრე დაზარალებულს ზარალს არ აუნაზღაურებენ.

საბოლოო მოსმენით მიღებული კანონპროექტით, ასეთი პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ჭერი უქმდება.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 165/7 პრიმა მუხლიდან მისი მეორე და მესამე ნაწილების ამოღება ხდება, რაც მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის 16-წლიან ვადას აწესებს და რომლითაც ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის ვადის გამოანგარიშება ხდება.

შესაბამისად, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, სანამ ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.

ამასთან, სექტემბრის თვეში მიღებული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით გამოიყენება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით კი, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად - სასამართლოს განაჩენში მითითების გარეშე.

ფინანსურ დანაშაულებზე გასამართლებული პირის საქართველოდან გასვლის აკრძალვისგან გათავისუფლების საფუძველი იქნება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა ან როდესაც დაზარალებული თავად განაცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია