ნიკა გვარამია - განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი

განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი - ნუ გადააქცევთ ამ დაწყევლილ 4 ოქტომბერს დაუსრულებელ ზაზუნას დღედ. გადაფურცლეთ, ძალიან გთხოვთ , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, 4 ოქტომბერს პროტესტი არ დამარცხებულა და ამას „ოცნების“ მიერ „დრაკონული კანონების“ მიღება ადასტურებს.

„როცა საერთო მიზანი ისეთი დიდია, როგორც ახლა, და მას სამშობლოს გადარჩენა ჰქვია, განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი.

ისტორია არ იმახსოვრებს ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, ვინ ვისგან რით განსხვავდებოდა, ვინ იარა სწორად და ვინ ზიგზაგზე. ისტორია ყველას ერთიანად და თანაბრად აღგვნუსხავს როგორც თაობებს, ვინც სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვა ან ამ ბრძოლაში დამარცხდა.

პ.ს. ქოცებმა სივრცული პატიმრობა მოგვისაჯეს, მაგრამ დრო ვერ გაგვიჩერეს პოლიტპატიმრებს. იქნებ ყველამ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დროში პატიმრობას ნუ მოგვისჯით. ნუ გადააქცევთ ამ დაწყევლილ 4 ოქტომბერს - სუს-ის 2 წარუმატებელი სპეცოპერაციის დღეს - დაუსრულებელ ზაზუნას დღედ. გადაფურცლეთ, ძალიან გთხოვთ.

ხოლო ის, რომ 4 ოქტომბერს პროტესტი არ დამარცხდა (რაც პროტესტის წინსვლას შეიძლება არ უდრიდეს, მაგრამ ქოცების მარცხს უტყუარად უდრის) აგერ დაადასტურეს თავად: დრაკონის კანონების კრებულს, როგორსაც ახლა ამტკიცებენ, გამარჯვებულები არ იღებენ”, - წერს ნიკა გვარამია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!