ჯონ ბოლტონს საიდუმლო ინფორმაციის შენახვისა და გადაცემისთვის ბრალი წაუყენეს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენეს.

CNN-ის ინფორმაციით, ბოლტონს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემისთვის 8 ბრალდება წაუყენეს და ინფორმაციის შენახვისთვის - 10.

წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ნაწილი ფოკუსირებულია ჩანაწერებზე, რომლებსაც ის AOL-ის ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე აკეთებდა საკუთარი თავისთვის, მათ შორის წერდა თავისი ყოველდღიური საქმიანობის შეჯამებას, როდესაც ის ტრამპისთვის მუშაობდა.

ჯონ ბოლტონი ბრალის წაყენებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების მსხვერპლია.

„დონალდ ტრამპის ჩემზე შურისძიება მაშინ დაიწყო, როდესაც მან უშედეგოდ სცადა ჩემი წიგნის, „ოთახი, სადაც ეს მოხდა“, გამოცემის დაბლოკვა 2020 წლის არჩევნებამდე. ახლა მე გავხდი უახლესი სამიზნე, რომლის წინააღმდეგაც იუსტიციის დეპარტამენტს იარაღად იყენებენ, რათა წაუყენონ ბრალდებები მათ, ვისაც ის თავის მტრებად მიიჩნევს“, - აღნიშნა ბოლტონმა.

მისი მტკიცებით, როდესაც 2021 წელს მისი ელექტრონული ფოსტა გატეხეს, „ეფ-ბი-აი“-მ სრულად იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ და წინა ადმინისტრაციის ოთხი წლის განმავლობაში ბრალი არასდროს წაუყენებიათ.

„შემდეგ მოვიდა ტრამპი 2, რომელიც განასახიერებს იმას, რასაც იოსებ სტალინის საიდუმლო პოლიციის უფროსი ამბობდა: „მაჩვენე კაცი და მე გაჩვენებ დანაშაულს“,“ - აღნიშნა ბოლტონმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ