შალვა პაპუაშვილი ვეტერანებს - ეროვნული სიამაყის დღეა - თითოეულმა თქვენგანმა ცხოვრების ყველაზე საამაყო ნაწილი საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შესწირეთ, თქვენი თავდადების შედეგია, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა

ჩვენს ძვირფას და სასახელო ვეტერანებს, გილოცავთ ვეტერანთა დღეს. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ქართველი ხალხი გამორჩეული სიმამაცითა და თავდადებით იცავდა ჩვენს სამშობლოს - იქნებოდა ეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, თუ, როგორც უკანასკნელ წლებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ჩვენი მებრძოლები, ვეტერანები, ყოველთვის ჩვენი ქვეყნის მტკიცე ფარს წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვეტერანთა დღის აღნიშვნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ეროვნული სიამაყის დღეა.

„თითოეული თქვენგანი სიმამაცის ისტორიის მატარებელია. თითოეულმა თქვენგანმა თქვენი ცხოვრების ყველაზე საამაყო ნაწილი საქართველოს თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შესწირეთ. თქვენი თავდადების შედეგია, რომ საქართველომ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ტრადიციები და კულტურული თავისთავადობა.

ქართველი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს. ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენი გმირობისა და ღვაწლის სათანადოდ დასაფასებლად. გიდასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ ჩვენს საამაყო ვეტერანთა ხელშეწყობა და მათი ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება.

თუმცა, ვეტერანებისთვის პატივის მიგება არამხოლოდ შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებაში, არამედ მათი ღვაწლის, შეუპოვრობისა და თავდადების დაფასებაშია. სწორედ ჩვენი ვეტერანების მაგალითებსა და სიმამაცეზე აგებული მემკვიდრეობა უნდა გახდეს მომავალი თაობებისთვის მაგალითის მიმცემი, ქვეყნის განვითარების იდეური ქვაკუთხედი. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩვენი ვეტერანების ღვაწლის ცოდნით, მომავალმა თაობებმა დააფასონ თავისუფლება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამცველებმა, მსხვერპლის ფასად, შეგვინარჩუნეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ჩვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და უმკლავდება როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე, გარედან მომდინარე საფრთხეებს.

„ჩვენმა ვეტერანებმა განსაკუთრებით კარგად იციან მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ამ რთულ პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება, ომების, სისხლისღვრის თავიდან აცილება.

თქვენზე უკეთ არავინ იცის მშვიდობის ფასი. ჩვენ, ხელისუფლებამ, ბევრი გავაკეთეთ მშვიდობისათვის და, გპირდებით, ამ გზაზე სვლას გავაგრძელებთ.

მინდა, პატივი მივაგო ვეტერანებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით უკვე აღარ არიან; მებრძოლებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისა და ერთიანობისთვის სიცოცხლე გაწირეს. ხოლო მათ, ვინც ჩვენთან ერთად ხართ, დიდ მადლობას გიხდით ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვის და სიმამაცისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის