ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის პრესსპიკერმა მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას, ამის შემდეგ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, დაეგმოთ სასახლეში შეჭრის მცდელობა, თუმცა ისინი დუმან, რაც მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში მძიმე მდგომარეობაზე

ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას, ამის შემდეგ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, დაეგმოთ სასახლეში შეჭრის მცდელობა, თუმცა ამ ფონზეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპულმა ბიუროკრატიამ ამ მძიმე მდგომარეობას რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი.

„ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას, ამის შემდეგ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, დაეგმოთ ის რეალური ქმედება, რომელიც განხორციელდა აქციის მონაწილეთა მხრიდან, ვგულისხმობ სასახლეში შეჭრის მცდელობას, თუმცა ამ ფონზეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. რაც მთავარია, საზოგადოება სათანადოდ აფასებს. მთავარია, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს ევროპულ ბიუროკრატიაში. ამ მძიმე მდგომარეობიდან რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც პრეზიდენტის სასახლეზე „ძალადობრივ შტურმთან“ დაკავშირებით ბრიუსელის დუმილს სირცხვილი უწოდა.

„მე-13 დღეა ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს. სირცხვილია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი