ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილის შესახებ კითხვაზე - დავანებოთ თავი სახელებსა და გვარებს, სუს-ს დღეს ჰყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს

დავანებოთ თავი სახელებსა და გვარებს, ჩვენ ვართ კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეს ჰყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, „მითითებებს რადიკალურ ოპოზიციასთან მმართველი გუნდის ყოფილი წევრის თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ხომ არ მივყავართ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელთან გრიგოლ ლილუაშვილთან“.

პრემიერის განმარტებით ახლა მმართველი გუნდი კონცენტრირებულია უსაფრთხოების სამსახურის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.

„თქვენ სახელებსა და გვარებს ასახელებთ ხოლმე, მე არ მინდა არც ერთ სახელსა და გვარში შესვლა, ეს პოზიცია იცით ჩემგან, აქედან გამომდინარე, თავადაც შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა იქნება ჩემი პასუხი.

დავანებოთ თავი სახელებსა და გვარებს, ჩვენ ვართ კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეს ჰყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს, ამის პირობას გაძლევთ მამუკა მდინარაძესთან ერთად.

მე არ ვსაუბრობ წარსულზე ვსაუბრობ დღევანდელ დღეზე, კონცენტრირებულები ვართ უსაფრთხოების სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში პრემიერმა კობახიძემ აღნიშნა, რომ „თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის“. როგორც მან განაცხადა, ლევან ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება