თინა ბოკუჩავა EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან - ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან - ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ვილნიუსში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ავრცელებს.

ბოკუჩავას განცხადებით, ევროკავშირის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, ივანიშვილის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებზე უნდა იყოს მიმართული.

ბოკუჩავას თქმით, რეჟიმის წევრებმა, პროპაგანდისტებმა და ბიზნესელიტამ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება უნდა დაკარგონ.

„ევროკავშირმა ასევე უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სესხების გაცემა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომლითაც ის აფინანსებს რეპრესიულ მანქანას და კორუფციულ სქემებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება