კიდევ ორი დაკავებული აქტივისტის, დავით ღურცკაიასა და დავით გიუნაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფებს

თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებთან, დავით ღურცკაიასთან და დავით გიუნაშვილთან, რომლებიც დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები, ადვოკატი გიორგი გელხაური მივიდა.

როგორც ადვოკატმა დაკავებულებთან შესვლის წინ განაცხადა, მისთვის უცნობია თუ კონკრეტულად რას ედავებიან დავით ღურცკაიასა და დავით გიუნაშვილის.

„ვიცავ დავით ღურცკაიასა და დავით გიუნაშვილის ინტერესებს, ახლახან გავარკვიეთ, რომ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან ეს პირები. არ ვიცით რას ედავებიან და რა იქნება ბრალი",- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება