თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა „ივანიშვილის რეჟიმისთვის“ სანქციების დაწესება იყო.

„პარტიის თავმჯდომარემ შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო არ უნდა დაისაჯონ საქართველოს მოქალაქეები, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო მიმოსვლა და სანქციები უნდა დაუწესდეს ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს და მოძალადეებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ ქართველი ხალხის უფლებებს”, - ნათქვამია „ნაციონალური მორაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს