გიორგი ბოტკოველი - თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა

თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ერთიანობა.

„ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი დღე ახალ-ახალი რეპრესიებით თენდება. ვხედავთ დაკავებულ ადამიანებს, ყოველდღიურად ვხედავთ ახალ-ახალ მიღებულ კანონებს, რომელიც პირდაპირ რეპრესიებისა და დიქტატურისკენ არის მიმართული. ამიტომ თუ ვინმეს ჰგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ გაუუქმებენ, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ან მე, ან რომელიმეს პოლიტიკურ საქმიანობას, სადმე ველი მოსუფთავდება და მერე ვინმეს მიეცემა იმის საშუალება, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია იყოს, ძალიან შემცდარა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა. ყველამ საკუთარი პოლიტიკური ეგო უნდა გადადოს გვერდზე და ერთი მთავარი მიზნისკენ ვკონცენტრირდეთ. არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგისკენ, არამედ მთავარი მიზნისკენ და დღის წესრიგისკენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს