საელჩო - დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ჩვენ ვდგავართ საქართველოს მცდელობების გვერდით, რათა მიღწეულ იქნას სამართლიანობა რუსეთის აგრესიისა და მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლთათვის

დიდი ბრიტანეთი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ დამატებითი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ათასობით ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთმა უკვე ორი საქმე წააგო საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ოკუპაციის დროს და მის შემდეგ ჩადენილი დარღვევების გამო და ჯამში 382 მილიონი ევრო კომპენსაციის ვალდებულება დაეკისრა. ეს გადაწყვეტილებები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე ანგარიშვალდებულებისკენ.

დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მცდელობების გვერდით, რათა მიღწეულ იქნას სამართლიანობა რუსეთის აგრესიისა და მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლთათვის“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს