"ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორი რაულ ქირია Milky Way Scientific Journal-ის რედაქციულ საბჭოს (აშშ) შეუერთდა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით ვიცე-რექტორი, რაულ ქირია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - Milky Way Scientific Journal (აშშ) სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა. ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Milky Way Scientific Journal (MWSJ) არის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს და პროფესორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟურნალი ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობას, ინოვაციური იდეების გავრცელებას და საინტერესო სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებას.

„რაულ ქირია ვიცე-რექტორის პოზიციას "ევროპის უნივერსიტეტში" 2025 წლიდან იკავებს. იგი ამასთანავე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

"ევროპის უნივერსიტეტი" ულოცავს რაულ ქირიას და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას!,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს