შალვა პაპუაშვილი - ვაცნობიერებ, რომ სწორი ქცევისკენ მოწოდებები უშედეგოა, თუმცა, შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა

ის, რაც ყველა ქართველისთვის აშკარა იყო - რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტის წინ გამოჩენა რადიკალების მხარდაჭერას ნიშნავდა - სიმართლე აღმოჩნდა. სწორედ ასეთი თავქარიანი აქტივიზმი წარმოადგენს ევროკავშირის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის მაგალითს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლატფორმა X-ზე წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა“.

„როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ვიდეოს იღებდა, გამოჩნდა, რომ ამ დროს იგი ექსტრემისტული ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრებოდა.

მეორე ვიდეოში კი ჩანს, რომ მარიამ მეყანწიშვილი, ის ექსტრემისტი, რომელმაც მინისტრის წინაშე საქართველოში არსებული „დემოკრატიული სტანდარტების დაბალი დონის“ გამო უკმაყოფილება გამოხატა, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის პროცესში ძალადობრივი ბრბოს ერთ-ერთი ორგანიზატორია. აღნიშნული კადრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, მისი დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა.

როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი შიდა ტერორიზმში ჩართულ პირებთან სიახლოვეშია შემჩნეული, მან ან არ იცის, რას აკეთებს, ან განზრახ ამართლებს ბოროტებას? ორივე პასუხი ერთიმეორეზე უარესია.

ის, რაც ყველა ქართველისთვის აშკარა იყო - რომ მინისტრის პარლამენტის წინ გამოჩენა რადიკალების მხარდაჭერას ნიშნავდა - სიმართლე აღმოჩნდა. სწორედ ასეთი თავქარიანი აქტივიზმი წარმოადგენს ევროკავშირის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის მაგალითს. ჩვენ, ქართველებს, არ გვაქვს უფლება, ვაწარმოოთ ან მოვითმინოთ ამგვარი გაუაზრებელი პოლიტიკა, რადგან ის საშიშიცაა და ჩვენი ღირებულებებისთვის უცხოც. სინამდვილეში, ესაა ის რეალური პრობლემა, რომელიც ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობაში აქვს.

სრულად ვაცნობიერებ, რომ სწორი ქცევისკენ მოწოდებები უშედეგოა. თუმცა, შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს