ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ 20 ოქტომბერს განათლების სამინისტროსთან აქცია დააანონსა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ 20 ოქტომბერს განათლების სამინისტროსთან აქცია დააანონსა. სტუდენტები ერთობლივი განცხადებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ განათლებაში დაანონსებულ რეფორმებს ეხმაურება.

„მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ საგანმანათლებლო სივრცე მუდამ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, ვინაიდან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა ამხელდა მათ.

ასეა დღესაც. ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების” მხილებასა და წინააღმდეგობაში დიდი წვლილი სტუდენტებსა თუ ლექტორ-მასწავლებლებს მიუძღვით.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიების მთავარ სამიზნეს დღეს სწორედ ეს სივრცე წარმოადგენს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი რეფორმები მიზნად არ ისახავს საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მიზეზი, რისთვისაც კობახიძემ ეს ცვლილებები დააანონსა, არის ამ სივრცეებში კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება. ასევე, ეს არის მუქარის გზავნილი იმ უნივერსიტეტებისთვის, რომელიც ღიად გამოთქვამს კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ. ეს ხედვა მხოლოდ და მხოლოდ ქართული უმაღლესი განათლების ევროპული და აკადემიური სივრცისგან იზოლირებასა და დამორჩილებას ემსახურება.

ჩვენ, სტუდენტები, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს სივრცე. ადგილი, რომელიც გვზრდის და გვაყალიბებს მოქალაქეებად, მისი ინტელექტუალური თუ იდეოლოგიური შინაარსით. ადგილი, რომელიც ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია, ქვეყნისა და ჩვენი მომავლისთვის.

სწორედ ამიტომ, ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე ვაანონსებთ აქციას განათლების სამინისტროსთან და მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტსა და პროფესორ მასწავლებელს, მათ შორის მათ, ვინც აქამდე არ ყოფილხართ ჩართული წინააღმდეგობაში, შემოგვიერთდით, რადგან დღეს „ქართული ოცნების“ რეჟიმი ჩვენი განათლების და მომავლის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

გახსოვდეთ, რომ ჩვენი დუმილით ავტორიტარიზმის დამყარების და სამშობლოს მიტოვების თანამონაწილენი ვხდებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა