ანა წითლიძე - კობახიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც ღარიბაშვილის მზეს ფიცულობდნენ, რაღაცით უნდა აუხსნას, რატომ გახდა საჭირო, ღმერთი რომ ეგონათ, ისეთი ადამიანების დაკავება - „აი, „ნაცებთან“ გვიღალატეს“ - ეს იქნება მესიჯი

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს 2 მილიარდს სთხოვდა. ღარიბაშვილმა მას გრაფიკის შედგენა სთხოვა, რათა ნაწილ-ნაწილ გადაეხადა ეს თანხა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

წითლიძის თქმით, ღარიბაშვილს გუშინდელ დღემდე ეგონა, რომ ივანიშვილთან დაალაგებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ეს ვერ მოახერხა.

„მთელს ამ პროცესში ღარიბაშვილს ჯერ კიდევ ბოლო დღეებამდე ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაალაგებდა და ცდილობდა მასთან დალაგებას. დალაგება გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას სთხოვდა კონკრეტულ თანხას. ჩვენი ინფორმაციით, ეს კონკრეტული თანხა იყო 2 მილიარდამდე. ღარიბაშვილი ეუბნებოდა, რომ ამდენი თანხა მას არ ჰქონდა, ის გადაიხდიდა ამ თანხას აუცილებლად, მაგრამ ითხოვდა გრაფიკის შედგენას და ამ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას.

საბოლოოდ, ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. აქ იმხელა თანხებზეა საუბარი და ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში ცნობილი იყო, როგორც ადამიანი, რომელიც გაუმაძღარი იყო კორუფციაში, 2 მილიარდის მოპარვა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკისთვის საერთოდ არაფერი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ვერაფერი ვერ დაალაგა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვარაუდით, მას შემდეგ, რაც გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს დააკავებს, დაკავებულთა წრე კიდევ უფრო გაიზრდება და ნებისმიერი პირი შეიძლება აღმოჩნდეს პატიმრობაში, ვინც ყოფილ მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული.

„ისრების გადატანა ყოფილ თანაგუნდელებზე და 4 ოქტომბერზე მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აწყობს იმიტომ, რომ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაკავება, მათ ჟარგონზე რომ ვთქვა, უნდა „გააპრავოს“ თავის მომხრეებში. ეს ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ვიღაცები არ იყვნენ ამ პარტიაში. 2012-იდან დღემდე მთელი პარტიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, კონკრეტული ადამიანები, დამოკიდებული არიან ამ ხალხზე. ვინც პარტიული იერარქია იცის, ის ზუსტად ხვდება, ეს რამდენად მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნების“ 70%-ზე მეტი ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან უფრო არის ბუნებრივად დაკავშირებული იმიტომ, რომ 12 წელი ამ ადამიანებთან გამოიარეს ეს ყველაფერი. კობახიძე მათთვის არის უცხო სხეული. კობახიძე ახლა თავისი იერარქიის გამყარებას ცდილობს და დარწმუნებული ვარ, დაკავებულების წრე კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ღარიბაშვილ-ლილუაშვილის დაკავებით ეს წრე ქვედა რგოლებამდე უნდა ჩავიდეს. ნებისმიერი შეიძლება დააკავონ, ვინც დაკავშირებულია ამ ადამიანებთან და ასეთი ძალიან ბევრია „ქართულ ოცნებაში”.

კობახიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის მზეს ფიცულობდნენ, რაღაცით უნდა აუხსნას, რატომ გახდა საჭირო, ღმერთი რომ ეგონათ, ისეთი ადამიანების დაკავება. ამათ რომ უთხრან, რომ კორუფციაში არიან გარეული, ეს ამათთვის (მხარდამჭერებისთვის) არგუმენტი არ არის, „ქართულ ოცნებაში“ ყველა კორუფციაშია გარეული და ეს ძალიან კარგად იციან. ამათთვის მესიჯი უნდა იყოს, - „აი, „ნაცებთან“ გვიღალატეს“ - ეს იქნება მესიჯი, რითაც გადახარშავენ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაჭერას, ამას აკეთებს ახლა კობახიძე და ამას ჰყვება მთელი ნარატივი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე