გიორგი სიორიძე - მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ დაახლოებით 10 პარტიაა ასაკრძალთა სიაში, „ლელო“ უშუალოდ არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ ვართ რადიკალები - მათი პროპაგანდა იმაზეა დაფუძნებული, რომ მთელი ოპოზიცია უნდათ ერთ ქვაბში მოხარშონ

ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ დაახლოებით 10 პარტია არის ასაკრძალთა სიაში. „ლელოზეც“ პირდაპირ იყო მინიშნებები. მას უშუალოდ არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ ვართ რადიკალები. მათი პროპაგანდა იმაზეა დაფუძნებული, რომ მთელი ოპოზიცია უნდათ მოხარშონ ერთ ქვაბში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, პარტიების აკრძალვის მიზანი „ქართული ოცნების“ ოპონენტების პოლიტიკური ველიდან გაქრობა არის.

„ვნახეთ, როგორ შეცვალეს კანონმდებლობა, სრულიად არაკონსტიტუციური, სრულიად წარმოუდგენელი სიგიჟეა, რასაც ისინი რეალურად აპირებენ, მითუმეტეს კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის ნაწილში. ამას კონსტიტუცია საერთოდ არ ითვალისწინებს, იმას თავი დავანებოთ, რომ საერთაშორისო პრაქტიკასთან ის საერთოდ არ არის თავსებადი და ძალიან ნათლად იკითხება ის მიზანი, რომ პოლიტიკური ველიდან გააქრონ კონკრეტული ოპონენტები.

ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ დაახლოებით 10 პარტია არის ასაკრძალთა სიაში. „ლელოზეც“ პირდაპირ იყო მინიშნებები. მას უშუალოდ არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ ვართ რადიკალები. მათი პროპაგანდა იმაზეა დაფუძნებული, რომ მთელი ოპოზიცია უნდათ მოხარშონ ერთ ქვაბში - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, „კოლექტიური ომის პარტია“ და ა.შ.

სულ ამბობდნენ, რომ იმიტომ ავირჩიეთ არჩევნების გზა, რეჟიმთან გვინდოდა თანამშრომლობა. ძალიან კარგად გამოჩნდა, ვინ რატომ აირჩია ეს გზა და მე არ მინდა, სხვა შეფასებებში შევიდე. ჩვენ ვიბრძოლეთ 4 ოქტომბერსაც, 4 ოქტომბრამდეც, 4 ოქტომბრის შემდეგაც გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს