დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მას ვუთხარი, რომ შეთანხმების დადების დროა

პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მას ვუთხარი, რომ შეთანხმების დადების დროა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ Truth Social-ზე დაწერა.

„უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მას ვუთხარი, როგორც ეს პრეზიდენტ პუტინს ვურჩიე, რომ დროა მკვლელობები დასრულდეს და შეთანხმება დაიდოს! საკმარისი სისხლი დაიღვარა, ხოლო საზღვრები ომითა და სისხლითაა განსაზღვრული. ისინი იქ უნდა გაჩერდნენ, სადაც ახლა არიან. დაე, გამარჯვება ორივემ გამოაცხადოს, დაე, ეს ისტორიამ გადაწყვიტოს!“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა“.

„აღარანაირი სროლა, აღარანაირი სიკვდილი, აღარანაირი უზარმაზარი თანხების დახარჯვა. ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება. ეს უნდა მორჩეს. თქვენს სახლებში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნდით“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს