შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის პრესსპიკერისგან შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ - ის კი ორი კვირაა ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს

პრესსპიკერი [ანიტა ჰიპერი] ორი კვირაა 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ევროკომისიის პრესპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას ეხმაურება, რომ „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომლებიც აშკარად რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული“.

როგორც პაპუაშვილი წერს, „თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა”.

„ევროკომისიის ამ პრესსპიკერისგან [ანიტა ჰიპერისგან] მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ. იმ დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლიან ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას.

ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელს ელის. პრესსპიკერი კი ორი კვირაა 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს.

თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა”,- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართვას, „რომლებიც აშკარად რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული".

„ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და, რა თქმა უნდა, ის, რაც იქ ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აკვირდება თუ არა ევროკომისია სიტუაციას საქართველოში.

„სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე, ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხელისუფლებისკენ ფული არ მიდიოდეს და ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც მშვიდობიანად მოქმედებს უკეთესი მომავლისთვის და არ თმობს იმედებსა და ღირებულებებს, რასაც ევროპა განასახიერებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები