France 24 - კოლუმბიაში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა

კოლუმბიაში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მოძრაობა Congreso de los Pueblos-მა (სახალხო კონგრესი) გამართა.

მოძრაობის ლიდერის, ჯიმი მორენის განცხადებით, დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მემარჯვენე პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

„დამნაშავეები საელჩოს თავს ასაფეთქებელი მოწყობილობებით და ისრებით დაესხნენ. ოთხი პოლიციელი დაშავდა“, - განაცხადა ბოგოტას მერმა, კარლოს ფერნანდო გალანმა.

კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს ცნობით, აშშ-ის საელჩოსთან უსაფრთხოების დაცვის ბრძანება გასცა.

„საელჩოსთან პოლიციას სხვა უფრო რადიკალური ჯგუფი დაესხა თავს, რის შედეგადაც რამდენიმე ახალგაზრდა ისრებით დაშავდა“, - აღნიშნა პეტრომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე