თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ხუთი პირის: გიორგი ტალახაძის, იური ლომიძის, მარიამ მეყანწიშვილის, დავით გიუნაშვილის და თემურ ქურციკიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკო დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ბრალდების მხარე ყველა დაკავებულის მიმართ, გარდა მარიამ მეყანწიშვილისა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. მეყანწიშვილის შემთხვევაში კი პროკურატურა გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში პოლიციამ გუშინ კიდევ 16 პირი დააკავა, სულ დაკავებულია 62 ადამიანი.

აქციის ფარგლებში დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემურ ქურციკიძეს ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია