ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 10 პირის მოსამართლეს - ვნახეთ, რა ხდებოდა მაღალჩინოსნების სახლის ჩხრეკაზე - ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ვიმედოვნებ, ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც მაღალჩინოსნების შემთხვევაში

ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების ­სახლის ჩხრეკაზე - ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. ვიმედოვნებ, რომ ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც იყო მაღალჩინოსნების შემთხვევაში. ეს ფარსი, რასაც ახლა, თქვენ ჩვენ გვაჩვენებთ, სამწუხაროდ, გულისამრევია,- ასე მიმართა 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული პირებიდან სამის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა მოსამართლე ლელა კალიჩენკოს სასამართლო სხდომაზე.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ათი პირის პროცესი მიმდინარეობს. გიორგი გელხაური სამის: გენადი კელეხაშვილის, დათო ღურწკაიას და კახაბერ კვაჭანტირაძის უფლებებს იცავს.

“მე ვიცი, თქვენ რა გადაწყვეტილებაც გაქვთ მიღებული, რადგან ერთი საათის წინ (ასევე 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთან მიმართებით) ზუსტად ისე მოიქეცით, როგორც ახლა - ნახევარის საათის შემდეგ მოიქცევით.

სამწუხაროა, რომ თქვენ ამ პროცესს არ იხილავთ ობიექტურად და სამართლიანად. თქვენ ამათ ისე უყურებთ, როგორც კრინიმალებს…

ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის (ირაკლი ღარიბაშვილის) და სხვა მაღალჩინისნების სახლის ჩხრეკაზე, ამოიღეს ოქრო, თანხა და ა.შ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მუდმივი არაფერია. ამას მოჰყვება დასასრული, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. ვიმედოვნებ, რომ ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც იყო მაღალჩინოსნების შემთხვევაში. ეს ფარსი, რასაც ახლა, თქვენ ჩვენ გვაჩვენებთ, სამწუხაროდ, გულისამრევია.

ამიტომ დიდი პატივისცემა თქვენ, მეგობრებო. არ დარჩებით დიდი ხანი პატიმრობაში და აუცილებალდ სამართალი თავის გზას ნახავს, სამართლიან მართლმსაჯულების პირობებში”,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, ათივე ბრალდებულს პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე