მეუფე ანტონი - გიჭირთ, გსურთ ყველა იყოს დამნაშავე, ასე არ შეიძლება, დაფიქრდით - ყველა გზით ცდილობთ, ჯერ სახელი გაუფუჭოთ მათ, შეაგუოთ ხალხი დაჭერას და დაკავებას, ასე იქცეოდნენ ბოლშევიკები, როდესაც ავტორიტეტების განადგურება სურდათ

გიჭირთ, გსურთ ყველა იყოს დამნაშავე, ასე არ შეიძლება, დაფიქრდით - ასე იქცეოდნენ ბოლშევიკები, როდესაც ავტორიტეტების განადგურება სურდათ, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცდილობენ, ყველა გზით ჯერ სახელი „გაუფუჭონ მათ და შეაგუოთ ხალხი მათ დაჭერას და დაკავებას“.

„მომწონს ბრძოლა კორუფციასთან, მომწონს შეუვალობა და პრინციპულობა, მინდა, გამოძიებული იყოს ყველაფერი, ყველასაგან, ვინც არ უნდა იყოს იგი და რა თანამდებობაზე არის თუ იყო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ რაღაც ვერაა ისე, როგორაც უნდა მას, ვინც ესენი დაგეგმა...

გიჭირთ, საიდან ვხვდები? რატომ აწერთ ამოღებულ 7 მილიონ შვიდ თუ რამდენიმე პიროვნებას, ეს ამოღებული 7 მილიონი იქნებ ერთს პირს ეკუთვნის ან 6 პირს, რატომ სვრით იმ 6 კაცს თუ იმ ერთს...

გიჭირთ, გსურთ ყველა იყოს დამნაშავე, ასე არ შეიძლება, დაფიქრდით... ხალხი ნუ გგონიათ ბრბო...

წყაროსთან ზის და იკრიბება ხალხი, მიდის მსჯელობა... სადაც აშკარად ჩანს, რომ გიჭირთ... ყველა გზით ცდილობთ, ჯერ სახელი გაუფუჭოთ მათ და შეაგუოთ ხალხი მათ დაჭერას და დაკავებას, ასე იქცეოდნენ ბოლშევიკები, როდესაც ავტორიტეტების განადგურება სურდათ...“, - წერს მეუფე ანონტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.შედეგად, სუს-ის განცხადებით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია