ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა დროებითი პრეზიდენტი დანიშნა

ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა ანა ტრიშიჩ ბაბიჩი დროებით პრეზიდენტად დანიშნა, რითაც ოფიციალურად პირველად აღიარა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მილორად დოდიკი თანამდებობას ტოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრიშიჩ ბაბიჩი თანამდებობას ერთი თვის განმავლობაში დაიკავებს, სანამ 23 ნოემბერს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება.

პარლამენტმა ასევე გააუქმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული კანონები მას შემდეგ, რაც დოდიკს ბრალი წაუყენეს საერთაშორისო წარმომადგენლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების დაუმორჩილებლობაში და სახელმწიფო სასამართლომ მას პოლიტიკაში მონაწილეობა აუკრძალა.

დოდიკი, რომელსაც სერბთა რესპუბლიკის გამოყოფა და სერბეთთან შეერთება სურს, აქამდე უარს ამბობდა თანამდებობის დატოვებაზე და პრეზიდენტის რანგში აგრძელებდა მოვალეობების შესრულებას და საზღვარგარეთ ვიზიტებს.

დოდიკის თქმით, პარლამენტის მიერ ჩატარებული კენჭისყრის მიუხედავად, სერბეთის რესპუბლიკა არ შეცვლის თავის პოლიტიკას და გამოყოფა მის საბოლოო მიზნად რჩება. თუმცა, მისი განმარტებით, მათ ეს ნაბიჯი უცხოელ პარტნიორებთან კოორდინაციით უნდა გადადგან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს