ანა წითლიძე - რასაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ვუყურებთ, რეკეტია, რომლის მიზანიც შავი ფულის ამოღებაა, რაც მოიპარეს - ისინი საკუთარმა მამობილმა, ბიძინა ივანიშვილმა გაწირა და ეს არის რეჟიმის ყველა მსახურის ბოლო, ჟანრის კლასიკაა

ერთ დროს, ყველაზე გავლენიან ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-ფარცხალაძეს, რომლებსაც თავი მეფეები ეგონათ, რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოედგინათ, რომ აქამდე მოვიდოდნენ. დღეს კი საკუთარმა მამობილმა - ბიძინა ივანიშვილმა გაწირა. ეს არის რეჟიმის ყველა მსახურის ბოლო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „როგორც ახლა, ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-ფარცხალაძეს სჭამს თავისივე შექმნილი სისტემა და ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად, ასე შეჭამს კობახიძე-მდინარაძესაც“.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ღარიბაშვილი-ლილუაშვილი შინაპატიმრობაში ჰყავდათ და პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდათ, ასევე გახსოვთ, თუ როგორი იყო „ქართული ოცნების“ ლიდერების უტიფარი განცხადებები, როდესაც ტყუილში გვადანაშაულებდნენ.

ქვეყანაში არანაირი სამართალი არ არსებობს. ჩვენ, რასაც ახლა ვუყურებთ ყოფილ მაღალჩინოსნების მიმართ, ეს ბიძინას რეკეტია, რომლის მიზანიც იმ შავი ფულის ამოღებაა, რომელიც ამ ადამიანებმა მოიპარეს - ბიძინას ხელდასხმით, რომ ბიძინას ყულაბაში მიიტანონ.

რაიმე ტიპის სამართლებრივი სახელმწიფო რომ გვქონდეს ან სამართლებრივ სახელმწიფოსთან მიახლოებულიც კი, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივ საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა, უნდა ვიცოდეთ რა სისხლის სამართლის საქმეა, უნდა ვიცოდეთ, რა იყო ჩხრეკის საფუძველი და უნდა ვიცოდეთ არიან თუ არა ეს ადამიანები დაკავებულები, მიუხედავად იმისა, რომ სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ისინი არ არიან დაკავებულები. მაშინ კითხვა ისმის - თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩხრეკა ტარდება, ეს ადამიანები რატომ არ არიან დაკავებულები? ეს სამართლებრივი ნონსენსია. არ არის მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე? ნებისმიერ სხვა ადამიანს ხომ დააკავებდნენ? თუ ეს ადამიანები არ არიან დაკავებულები და ეს ადასტურებს, რომ ეს ბიძინას რეკეტია. ეს კი კლასიკური მაგალითია ოლიგარქიის, თუ როგორ ჭამს თავისივე შვილებს, ერთ დროს, ყველაზე გავლენიანი ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-ფარცხალაძეს, რომლებსაც თავი მეფეები ეგონათ, რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოედგინათ, რომ აქამდე მოვიდოდნენ. დღეს კი საკუთარმა მამობილმა - ბიძინა ივანიშვილმა გაწირა. ეს არის რეჟიმის ყველა მსახურის ბოლო, ჟანრის კლასიკაა, ასე იმართება ოლიგარქია. როგორც ახლა, ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-ფარცხალაძეს სჭამს თავისივე შექმნილი სისტემა და ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად ასე შეჭამს კობახიძე-მდინარაძესაც.

ქვეყანაში აღვირახსნილი კორუფციაა, რომელშიც ყველა რგოლია ჩართული, საქართველოს მოქალაქეებს ათეულობით მილიონ დოლარს ჰპარავენ.

ოლიგარქიულ მმართველობაში არ არსებობს მოქალაქე და მოქალაქის უფლებები, არსებობს ერთი კორუმპირებული ბანდა“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები განხორციელდა.

გვარაკიძის თქმითვე, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე