Spiegel - გერმანიის ელჩის გაწვევა საქართველოს პრორუს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პეტერ ფიშერს შორის ხანგრძლივი ესკალაციის კულმინაციაა

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გაწვევა საქართველოს პრორუს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პეტერ ფიშერს შორის ხანგრძლივი ესკალაციის კულმინაციაა, - ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.

გამოცემა წერს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და მისი გაძევება საჯაროდ განიხილეს.

Spiegel-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ფიშერმა საქართველოს მთავრობის ავტორიტარული სტილი საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა. ამასთან, დიპლომატს პრობლემები შეექმნა ოპოზიციური ფიგურების სასამართლო სხდომებზე დასწრების გამო. თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ფიშერი მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახლის დაქირავების შემდეგ.

გამოცემა წერს, რომ ფიშერი არ არის ევროკავშირის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობას უთანხმოება აქვს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გასული კვირის ხუთშაბათს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დააჯარიმა მას შემდეგ, რაც მან მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცხადა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი