ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ღაზაში ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ ზომების მიღების ბრძანება გასცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, „ჰამასის“ მიერ თავდაცვის ძალების ჯარებზე დღეს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს მოუწოდა, „მტკიცე ზომები მიიღონ ღაზას სექტორში ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ“, - ინფორმაციას The Times of Israel-ი პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ეს ბრძანება თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან და „შინ ბეტისა“ და „მოსადის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გასცა.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ ღაზას სექტორის სამხრეთით, რაფაჰის რაიონში მოქმედი ისრაელის ძალების წინააღმდეგ სნაიპერული ცეცხლი და ჭურვები გამოიყენა, საპასუხოდ კი ისრაელმა ტერორისტულ სამიზნეებზე არაერთი საჰაერო დარტყმა განახორციელა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა