სალომე ზურაბიშვილი - გერმანიამ თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ელჩი პეტერ ფიშერი გაიწვია, ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა - ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა

გერმანიამ თვეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ელჩი პეტერ ფიშერი გაიწვია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ევროპამ საქართველოს ზურგი აქცია.

„ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა - ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა. თუმცა, ქართველი ხალხი მაინც ირჩევს ევროპას, ყოველდღე, გამბედაობითა და იმედით“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა