„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ - ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა

ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა, - ამის შესახებ ნათქვამია „მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კოალიცია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი სახის ზეწოლა, გამონაკლისი არ არის, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, როცა მედიაზე ზეწოლამ “ქართული ოცნების” მხრიდან სისტემური და ორგანიზებული ხასიათი მიიღო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედებები შეტევაა არა მხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახო სანაიას დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება იმ ახალ რეპრესიულ კანონს, რომლის საფუძველზეც მშვიდობიანი მოქალაქეები და აქციის მონაწილეები იდევნებიან. ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, ვახო სანაიას დაკავება მიზნად ისახავს ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის დაშინებას.

მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი სახის ზეწოლა, გამონაკლისი არ არის. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, როცა მედიაზე ზეწოლამ “ქართული ოცნების” მხრიდან სისტემური და ორგანიზებული ხასიათი მიიღო. მსგავსი ქმედებები შეტევაა არამხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ.

კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, ყველა მის კოლეგას და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ. ვითხოვთ ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია