დონალდ ტუსკი - ტერიტორიული დათმობების საკითხში ზელენსკიზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ

ტერიტორიული დათმობების საკითხში ზელენსკიზე ზეწოლა არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა მოვახდინოთ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, საჭიროა ზეწოლის რუსეთზე მოხდენა, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.

„ყველამ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა აგრესია შეაჩეროს. დაშოშმინება არასდროს ყოფილა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა“, - წერს ტუსკი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა