ისრაელის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განახლდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზაზე საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ ძალაშია. ტრამპის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ „ჰამასის“ ხელმძღვანელობა, შესაძლოა, არ იყოს ჩართული დარღვევებში.

„უნდა ვნახოთ, რა ხდება. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასთან“ ყველაფერი ძალიან მშვიდობიანი იქნება. საკმაოდ ხმაურიანები იყვნენ, სროლა ჰქონდათ და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ხელმძღვანელობა არ იყოს ჩართული. იცით, არის რამდენიმე მეამბოხე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე სათანადოდ მოგვარდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში „ჰამასის“ სამიზნეები დაბომბეს, მათ შორის საველე მეთაურები, შეიარაღებული პირები, გვირაბი და იარაღის საწყობები, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების მებრძოლებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს და ისრაელელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე