ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ახლა კი დისტანციას იკავებენ

ვამბობდი, რომ საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ახლა კი ვამბობ, რომ ისინი დისტანციას იკავებენ და ეს სამწუხაროა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კომენტარს ვერ გააკეთებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა თუ არჩევნები სწორად ჩატარდა, მის შედეგებს პატივი უნდა სცენ, თუ არასწორად ჩატარდა - უნდა განიხილონ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

„გავიგე, რომ ხალხი უკმაყოფილოა არჩევნებთან დაკავშირებით. მე არ ვარ რაიმე საბჭოს, ან ორგანოს წევრი, რომელიც არჩევნებს აკონტროლებს და რთულია, ვისაუბრო, მაგრამ თუკი არჩევნები სწორად ჩატარდა, მის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ, თუ არასწორად ჩატარდა, უნდა განვიხილოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მაგრამ ამ მომენტისთვის რისი თქმაც შესაძლებელია, არის ის, რომ საქართველომ ევროპული მომავალი აირჩია, მაგრამ ამ დროისთვის, არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, თუმცა თუ ასე იყო, უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. სამწუხარო იქნება, თუ ისინი ევროპას დაშორდებიან. ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან“, - აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე