შალვა პაპუაშვილი - ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონი კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის

ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონი კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს ევროკომისარი მარტა კოსი სელექციურად უყურებს საქართველოს და ქართველ ხალხს მხოლოდ მათ უწოდებს, ვისაც თავადვე აფინანსებს.

„როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართველი ხალხი თუ არიან მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან, ეს ძალიან მძიმე ყოფილა. დღემდე ქალბატონ კოსს არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის, იმ ხალხის მხრიდან, რომლებსაც აფინანსებს ევროკავშირი. მანამ, სანამ ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, მანამ, სანამ არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, მანამ, სანამ არ შეწყვეტენ ამ მოძალადეების დაფინანსებასა და თავზე ხელის გადასმას, მანამდე, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისევლობაა და სხვა არაფერი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ლუქსემბურგში იმართება, განხილული იქნება „საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენები“.

„საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის