შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე - 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა - იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი

როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებზე გაწვევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი შეფასებით, „30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა“.

„როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია. მისი მხრიდან ვხედავდით საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებს, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან იქ დაბრუნდეს, სადაც იმსახურებს, რომ იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ყველა ელჩისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისთვის, რომ „დარჩნენ საკუთარი დიპლომატიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი.“

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული იქნა. დანარჩენი სიღრმეებში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, ცნობილია, რაც არაერთხელ გვითქვამს. ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით, გვაქვს ამ პოზიციის არგუმენტები. განცხადებებს უკვე დიდად არ ჩავუღრმავდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი ასრულებდეს არა კედლის, არამედ ხიდის როლს. ვფიქრობ ეს ყველა ელჩისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი დიპლომატიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობისთვის იყვნენ ხიდი და არა კედელი.

იმედი გვაქვს, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გაანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში