შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის შემდეგ გავრცელებულ კადრებზე - რა თქმა უნდა, მძიმეა ასეთი სურათების ნახვა - მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ყველაფერი დროულად გამოიძიოს, ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი

რა თქმა უნდა, მძიმეა ასეთი სურათების ნახვა, როგორც წინა შემთხვევებში იყო, როდესაც იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა. მძიმეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ყველაფერი დროულად გამოიძიოს, ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კადრები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების უძრავი ქონების ჩხრეკის შედეგად გაავრცელა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ის, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს, პარლამენტის თავმჯდომარე, ხომ არ გრძნობს მომხდარზე პასუხისმგებლობას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური მაკონტროლებელი, სავარაუდო დანაშაულს კი ზედამხედველობა სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გაუწიონ.

„საქართველოს პარლამენტი არის მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური მაკონტროლებელი, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი სრული მხარდაჭერა ჰქონდა, თუკი ადგილი ჰქონდა რაიმე დანაშაულებს, ეს უკვე გახლავთ სამართალდამცავი ორგანოების კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქცია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ასევე მიმართეს კითხვით, რატომ არ არიან ყოფილი მაღალჩინოსნები დაკავებულები, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ისინი ენდობიან პროკურატურას, რომ უწყება საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მე მგონია, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ნარკოდანაშაული თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ამიტომ ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ნდობა, რომ საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუკი რაიმე გადაწყვეტილება არის ამ მხრივ მისაღები.

მთავარი ღირებულებები, რაზეც დგას „ქართული ოცნება“, ეს არის ეროვნული ინტერესები, ჩვენი სახელმწიფოს განვითარება. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ეროვნული ინტერესების განხორციელებას, ყველაფერი, რაც ხელს უშლის ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდას, ყველა ასეთი საკითხი როცა ვლინდება, ამაზე უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნება“ საუბრობს ხოლმე.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები - ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა