ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას სურს, უკრაინის მიერ Tomahawk-ების გამოყენებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს მიმართოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და ევროპა საერთო პოზიციაზე მუშაობენ, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ფორმატში გამოიყენებენ იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების პოტენციურ მიწოდებასთან დაკავშირებით მიმართონ.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინას Tomahawk-ის ტიპის რაკეტებს არ გადასცემს, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია არ სურს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საკითხმა პუტინს ტრამპთან დარეკვა აიძულა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად მუდმივ კონტაქტშია ევროპელ ლიდერებთან, რომლებსაც სურთ ტრამპს Tomahawk-ის რაკეტებთან დაკავშირებით თხოვნით მიმართონ.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ევროპულ ქვეყნებსაც აქვთ Tomahawk-ები. საკითხი მხოლოდ Tomahawk-ებს არ ეხება. საკითხი იარაღის გამოყენებას ეხება. შეიძლება გქონდეს ATACMS, მაგრამ როგორ შეგიძლია მათი გამოყენება? საქმე მხოლოდ ის არ არის, თუ რა იარაღი გაქვს, არამედ იმაში, თუ როგორ შეგიძლია მათი გამოყენება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!