გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა - ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპულ მიდგომასთან დაკავშირებით ბოლო დროს ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა გუნთერ კრიხბაუმმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, თუმცა ქვეყნის მთავრობის ქცევა მათთვის მიუღებელია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ. მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია. ყველა ვარიანტი, ვამბობ, ნამდვილად ყველა ვარიანტი, მაგიდაზეა“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს