რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიის კუთხით განვითარებული მოვლენებით

რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიხილოთ საქართველო ევროპულ გზაზე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა კვლავ ძალიან შეშფოთებული ვართ დემოკრატიის კუთხით იქ განვითარებული მოვლენებით, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუმინეთი არის ქვეყანა, რომელსაც როგორც ბოლო დროს, ისე ჩვენს ისტორიაში უნახავს მომენტები, როდესაც მოქალაქეები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე იცავდნენ ჩვენს დემოკრატიას, კორუფციასთან ბრძოლის გზას და ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეკრების თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ამ ინსტრუმენტის და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის დაცვა. ისეთი არჩევნების, სადაც არ ხდება ოპოზიციური პარტიების და პარტიების ლიდერების დაშინება კანონის მოქმედებით, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუმინეთი გააგრძელებს საქართველოსთან კარგ ურთიერთობას.

„ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან დიალოგის კუთხით გვაქვს, თუმცა ეს პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და უნდა მოგვარდეს, რათა ქვეყანა ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს, თუკი ეს არის მოქალაქეების ნება“, – განაცხადა ოანა ტოიუმ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს