პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატებს რეგლამენტი ფრაქციის შექმნისა და საპარლამენტო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას აძლევს

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატებს, რომლებიც XI მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობას იწყებენ, რეგლამენტი ფრაქციის შექმნისა და საპარლამენტო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას აძლევს.

პარლამენტში ამჟამად მხოლოდ ერთ ფრაქციაა - ეს უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატებს კი, რომელთაც ჯამში, 12 საპარლამენტო მანდატი აქვთ, ფრაქციის შექმნა შეეძლებათ.

რაც შეეხება საპარლამენტო პოსტებს - პარლამენტის სპიკერატში შვიდი ვიცე-სპიკერის პოსტია. აქედან, სამი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციას ეკუთვნის. XI მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერად არჩეული არიან ილია ინჯია და სოზარ სუბარი. ვიცე-სპიკერის ერთი თანამდებობა კი ვაკანტურად რჩება.

რიგ კომიტეტებში ასევე ვაკანტურია კომიტეტის თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას უმრავლესობის ხმები და მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი ვიცე-სპიკერს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. წინა მოწვევის პარლამენტში შეიქმნა პრეცედენტი, როცა ოპოზიციურმა ფრაქციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიცე-სპიკერი თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, თუმცა მის არჩევას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება