GCCA-ის წარმომადგენლებმა, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდების მიზნით, „რითეილ ასოციაციის“ წევრებთან შეხვედრა გამართეს

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდების მიზნით, GCCA-სა და „რითეილ ასოციაციის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სტანდარტები.

„ასევე, იმსჯელეს საქმის შესწავლის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის მიზნით შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს.

შეხვედრას „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი, სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე და ასოციაციის წევრი კომპანიების -„კარფურის“, „ნიკორას“, „დომინოს“, „აგროჰაბის“, „გალფის“ და სხვა კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია