„თიბისის“ მხარდაჭერით, ბაკურციხეში „ასკანელის“ ქარხანა გაიხსნა

„თიბისის“ მხარდაჭერით, კომპანია „ასკანელმა“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში, საბრენდე ღვინის საწარმო გახსნა. ქარხანა 22 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს და 6 მილიონ ბოთლ ბრენდს აწარმოებს.

20-მილიონი ევროს ღირებულების პროექტის მთავარი პარტნიორი თიბისი იყო, ბანკმა ქარხანა 14 მილიონი ლარით დააფინანსა.

საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, პროდუქცია კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება.

თიბისისა და კომპანია „ასკანელს“ პარტნიორობის 22-წლიანი ისტორია აქვთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთობლივად 70 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა: თანამშრომლობა მოიცავს: რთველისა და ვენახების დაფინანსებას, ღვინის წარმოებისთვის საჭირო ცისტერნებისა და დანადგარების შეძენას, სასტუმროს მშენებლობას.

„თიბისისა და „ასკანელის“ თანამშრომლობა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გრძელდება. ბაკურციხეში ახალი საწარმოს გახსნით, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ რეგიონების განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას. ღვინო და სპირტიანი სასმელები მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტებია, ამიტომ ბანკისთვის პრიორიტეტულ სექტორებად რჩება. წელს თიბისის კორპორატიულმა მიმართულებამ რთველი 60 მილიონი ლარით დააფინანსა. ბოლო სამ წელიწადში კი ღვინის სექტორში ჩვენი პორტფელი 40%-ით გავზარდეთ - დაფინანსებამ 285 მლნ ლარს გადააჭარბა“, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„ეს არ არის მხოლოდ ქარხნის გახსნა, ამ პროექტით ჩვენ ვდებთ ფუნდამენტს ქართული ბრენდისა და ღვინის მომავალში. უპირველესად, ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა ჩვენი გლეხებისთვის. ბაკურციხეში გახსნილი ახალი კომპლექსი, თავისი 22,000 ტონა სიმძლავრით, ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით სტაბილურ აგრო-ეკონომიკურ ჰაბს, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. მეორე, ეს არის ხარისხისა და ინოვაციის ახალი სტანდარტი - ჩვენი მიზანია, ქართული საბრენდე ღვინომასალის ხარისხი უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. და მესამე, ჩვენ ვქმნით ეროვნულ ღირსშესანიშნაობას, როცა ბორდოს ღვინის ქალაქის ავტორი, ანუკ ლეჟანდრი, გვიპროექტებს კომპლექსს. შემდეგ ეტაპზე აქ მუზეუმიც აშენდება, რომელიც ქართული ღვინის 8000-წლოვან ისტორიას თანამედროვე, ინტერაქტიული 3D სივრცეებით გააცოცხლებს“, - გოჩა ჩხაიძე, კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია