სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ისრაელში ჩავიდნენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელში ჩავიდნენ, - ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, უიტკოფი და კუშნერი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას ადევნებენ თვალყურს, რომლის მისაღწევად შუამავლობაში თავადაც მონაწილეობდნენ.

მოსალოდნელია, რომ უიტკოფი და კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წევრებს შეხვდებიან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გუშინ განაცხადა, რომ შესაძლოა, ისრაელს უახლოეს დღეებში ეწვიოს იმის გასარკვევად, თუ „როგორ მიდის საქმეები“.

ისრაელის მედია იუწყება, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯეი დი ვენსი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას გამართავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს