კაია კალასი საქართველოზე - სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ, თუმცა მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი მხარს არ უჭერს

ჩვენ სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ. თუმცა, მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო მათ მხარს არ უჭერს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.

კერძოდ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სანქციებთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე უპასუხა.

„ჩვენ სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ. თუმცა, მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო მათ მხარს არ უჭერს. რაც შეეხება ვიზებს, კომისია ვიზების შეჩერების მექანიზმს წლის ბოლომდე წარადგენს, ასევე რეგულაციებს გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ჩემი კომპეტენციის ნაწილი არ არის, ამიტომ დეტალურად ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა კალასმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის