„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

21 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ტრაპაიძის ქუჩის N12-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ოქტომბერს, საღამოს 23:00 საათიდან, 22 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანულის დასახლებას, გლდანის ხევს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის III მიკრორაიონის N1-13 და N77-88, IIIა მიკრორაიონის N14-24, გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს; ლიბანის, ბარისახოს, უწერის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ბარალეთის, კაჭარავას, ჯანჯრავას, კობერიძის, მიდელაურის, ვართაგავას, საბაშვილის, კანდელაკის, შენგელაიას, ტიულენინის, სამხარაულის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, წინამძღვრიშვილის, მებაღიშვილის, ბარათაშვილის, ტიხონოვის, მაისურაძის, ჟღენტის, გულისაშვილის, ორბელიანის, ოშკელის, ინგუშეთის, ბაბილოძის , ბელქანიას, თეთრი ტბის, კვესის, კობახიძის, ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, ყუფშიძის, ბორჩალოელის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, სააკაძის, რუსთაველის, წყაროს, გოგიაშვილისა და მანსვეტაშვილის ქუჩებს.

სოფლებს: ბერთუბანს, გიორგი წმინდას და გლდანს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს