პროკურატურამ დააკავა პირი, რომელმაც დაზარალებულს ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით 4 000 ევრო გამოსძალა, თანხის დაუფლების შემდეგ კი ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებულმა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით ერთ-ერთ დაზარალებულს 4 000 ევრო გამოსძალა.

„კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ ინახავდა ორი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. მანვე ერთ-ერთ დაზარალებულს ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით 4000 ევრო გამოსძალა. თანხის დაუფლების შემდეგ კი ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა.

პროკურატურის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი 20 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა, გამოყენება და გავრცელება) და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება