ვოლოდიმირ ზელენსკი 24 ოქტომბერს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

ვოლოდიმირ ზელენსკი 24 ოქტომბერს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა პარასკევს, 24 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში შედგება.

Reuters-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას პირადად დაესწრება.