რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებს პოლიციამ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ "წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა.

სამართალდამცველები დემონსტრანტებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისა და საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

მოგიწოდებთ გადახვიდეთ გზის სავალი ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”, - მიმართა პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რასაც დემონსტრანტების მხრიდან შეძახილები და სტვენა მოჰყვა.

"ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ამ წუთებში პარლამენტთან საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია, აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება