ტატა ხვედელიანი - კომპლექსი არ გვაქვს, ვაღიაროთ შეცდომა, წავაგეთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტრიბუნა გამოვიყენოთ, წავართვათ და შევამციროთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა

ჩვენ კომპლექსი არ გვაქვს, რომ ვაღიაროთ შეცდომა, ჩვენ წავაგეთ, ვერ დავარწმუნეთ ამომრჩეველი იმაში, რომ არჩევნები იყო სწორი გზა, რომელზეც არჩევანი უნდა გაკეთებულიყო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „ქართულ ოცნებასთან“ თანმიმდევრული, გონიერი ბრძოლა და ამისთვის „რა თქმა უნდა, ყველა ტრიბუნა და სივრცე უნდა გამოვიყენოთ“.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ „ლელოსთან“ შეგვიძლია ძლიერი კოორდინაციის შექმნა და ეს არ არის ტყუილი ერთობა, როგორც სხვა პარტიებს სჩვევიათ. ჩვენ 2025 წლის არჩევნებზე ვაჩვენეთ პრეცედენტი, როგორი თანამშრომლობა შეგვიძლია, ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევსულვართ და ეფექტიანად ვიმუშავეთ.

ჩვენ შევეჯახეთ ძალიან დიდ სისტემურ მანქანას, რომლის დამარცხებაც გვსურდა და ჩვენ დავინახეთ, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვერ დავამარცხეთ ის, რადგან ძალიან დიდი ბერკეტები აქვს „ოცნებას” . ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად, გონიერად და ზომიერად ვებრძოლოთ „ოცნების“ რეჟიმს და რა თქმა უნდა, ყველა ტრიბუნა და სივრცე გამოვიყენოთ და წავართვათ ამომრჩეველი. ჩვენთვის მთავარია შევამციროთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ტატა ხვედელიანმა პოლიტიკურ პროცესებში მეხუთე პრეზიდენტის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხშირად „მოუმზადებელ ნაბიჯებს“ დგამს.

სალომე ზურაბიშვილის მცდელობა საპარლამენტო არჩევნების წინ [„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ შესაძლო კოალიციური თანამშრომლობა], იყო მოუმზადებელი, სწორედ ისეთი მოუმზადებელი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, როგორც შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა საკითხებში. სალომე ზურაბიშვილი ოთხ ოქტომბერზე პასუხისმგებელი პირიცაა იმიტომ, რომ მან შექმნა მოქალაქეებში მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა მშვიდობიანი შეკრება თავისი იქ მისვლით. ის თვითონ საუბრობდა იმაზე, რომ მას ჰქონდა ეს სტატუსი, შესაბამისად ეს იყო მისგან წამოსული წინადადება“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში